საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუსეთი აზოვსტალში მყოფებისგან დანებებას მოითხოვს და ულტიმატუმს უყენებს

ნახვები: 407 რუსეთი აზოვსტალში მყოფებისგან დანებებას მოითხოვს და ულტიმატუმს უყენებს

რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი "კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე" მოითხოვს.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე შეუნარჩუნდება.

განცხადებაში ნათქვამია, 13:00 საათიდან უნდა გამოცხადდეს "დუმილის რეჟიმი", რისი ნიშანიც იქნება ორივე მხრიდან დროშების აღმართვა. სამინისტრო წერს, რომ რუსული მხარე აწევს წითელ დროშებს, აზოვსტალის მთელ ტერიტორიაზე კი უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშა უნდა აღმართოს.

რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება 17 აპრილსაც მოსთხოვა და დრო 13:00 საათამდე მისცა.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა