მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო-ჯეიმს აპატურაი

ნახვები: 462 გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო-ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერლაური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აპატურაის თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას.

„ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც. პარლამენტში მოვისმინე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, რისთვისაც მოხარული ვარ, ეს არის ჩაწერილი კონსტიტუციაშიც. ყველა გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნატო-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. ძალზედ პოლარიზებული გარემოა აქ, საქართველოში და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან. ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა აპატურაიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა