კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია-გიორგი ბოტკოველი

ნახვები: 430 მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია-გიორგი ბოტკოველი

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ოპოზიციური ძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო, ბოტკოველმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკითხთან დაკავშირებით რა განცხადებას გააკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი. წინასწარ არ შემიძლია, ვისაუბრო, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ოპოზიციური ძალა. ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი ინტერესი და საერთო ინტერესისთვის გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. სწორედ ვადამდელი არჩევნები გადაარჩენს ამ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, თუ რა მდგომარეობაში ჩააყენა ეს ქვეყანა ხელისუფლებამ. მთლიანად ჩამოანგრია ეკონომიკა, გააცამტვერა თუ რამე დემოკრატიული არსებობდა ამ ქვეყნაში, ხელში ჩაიგდო, უზურპაცია მოახდინა ყველა ინსტიტუტის, რომელსაც შეიძლება, რაიმე სამართლიანი ეთქვა. გარეთ ყველანაირად ჩამოანგრია ქვეყნის ავტორიტეტი. ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ფორმით. ვფიქრობ, ერთობას ამ ყველაფერში ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხებისთვის“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა