ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება

ნახვები: 412 ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო აცხადებს, რომ სამხედრო დანაშაულებისთვის დაუსჯელობა შეუძლებელია.

მისი თქმით, ბელგია და ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარებიან დანაშაულების მტკიცებულებების დოკუმენტირებაში იმის იმედით, რომ საშინელი დანაშაულების ჩამდენი პირები გასამართლდებიან.

ამის შესახებ დე კროომ ბელგიის ქალაქ გენტში ბელგიისა და ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომის შემდეგ განაცხადა.

დე კროოს განცხადებით, ბელგიის მთავრობა მხარს უჭერს სისხლის სამათლის საერთაშორისო სასამართლოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ საგამოძიებო კომისიას და არ გამორიცხავს უკრაინაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტების გაგზავნას.

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხი აგონ ბარბაროსებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს“, – განაცხადა ალექსანდერ დე კროომ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესია „ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება“ .

ამასთან, როგორც მედია წერს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი ოფისი რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის 5 800 შემთხვევას იძიებს და ამას ყოველდღიურად ახალი საქმეები ემატება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა