Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვიმოქმედებთ და მივაღწევთ მდგომარეობას, რომ დონბასში ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ-ვლადიმერ პუტინი

ნახვები: 358 ვიმოქმედებთ და მივაღწევთ მდგომარეობას, რომ დონბასში ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სწორედ დონბასში ტრაგედიებმა აიძულეს რუსეთი, დაეწყო „სპეცოპერაცია“.

„სამწუხაროდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ცუდი მიმართულებით. რადგან მთელი ეს რვა წელი იქ გრძელდებოდა დაბომბვები, საარტილერიო დარტყმები და საბრძოლო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ადამიანების ძალიან უჭირდათ. სხვანაირად ვითარდებოდა ხალხის ცხოვრება ყირიმში, სევასტოპოლში – ეს ცხადია. თუმცა იმ ტრაგედიამ, რომელიც ხდებოდა დონბასში, მათ შორის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, აიძულა რუსეთი, დაეწყო ეს სამხედრო ოპერაცია, რომელზეც დღეს ყველამ კარგად იცის. უპირველეს ყოვლისა, მე ამის შესახებ სულ თავიდანვე ვთქვი, ამ ოპერაციის მიზანი დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარებაა.

ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, რომ იქაც ცხოვრება თანდათან ნორმალიზდება და შეიცვლება უკეთესობისკენ, როგორც სევასტოპოლში“, – განაცხადა პუტინმა არაკომერციული ორგანიზაციის „რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა