კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან-ვლადიმერ პუტინი

ნახვები: 411 ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კვების სფეროში უცხოური კომპანიების ბაზრიდან გასვლით, რუსეთის ბაზარი გათავისუფლდება და გაიხსნება შესაძლებლობები.

აღნიშნულის შესახებ მან არაკომერციული ორგანიზაციის „რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, ბაშკირეთში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებელთან საუბრისას განაცხადა.

პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსული საკვები პროდუქტები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ევროპული, რადგან ევროპულ პროდუქტებში „ზედმეტად ბევრი ქიმია გამოიყენება“.

„ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან. ამიტომ თუ ისინი წავლენ, მაშინ მართლაც შესაძლებლობები გაიხსნება, ბაზარი გათავისუფლდება. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უცხოელი მესაკუთრეებისა და მწარმოებლების ჩანაცვლება ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მათგანი იყენებს რუსულ პროდუქტებს, ეს სიმართლეა. საზოგადოებრივი კვების უცხოელი მესაკუთრეები დაახლოებით 50-60 პროცენტით, ზოგჯერ 90-ითაც კი იყენებენ რუსულ პროდუქტებს და სწორსაც აკეთებენ, რადგან ხარისხი უკეთესია. ბევრად უკეთესია, ვიდრე იმავე ევროპაში, რადგან იქ გამოიყენება ზედმეტად ბევრი ქიმია, პესტიციდები და ასე შემდეგ. ჩვენთან ამ პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ნორმა უფრო მკაცრია“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა