კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი გადასცა-პესკოვი

ნახვები: 374 მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი გადასცა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი გადასცა, რომელშიც მისი თქმით, "ფორმულირებები მკაფიოა".

ამის შესახებ რუსულმა სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti წერს.

„როგორც მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი, უკრაინულმა მხარემ მიიღო  დოკუმენტი მკაფიო ფორმულირებებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“, - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ მათ მოსკოვის შეთავაზება მიიღეს და აღნიშნავს, რომ კიევი ამ დოკუმენტს ეცნობა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ სტამბულში 29 მარტს გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთს თავისი პოზიციის ამსახველი დოკუმენტი გადასცა, სადაც, მათ შორის, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე. 

„უკრაინამ ჯერ კიდევ სტამბულის რაუნდის ჩარჩოში გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს თავისი შეთავაზება გადაწყვეტილებების ფორმულირებაზე. მათ შორის, კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიებზე, ისევე როგორც გარანტიაზე მომავალში ჩვენს ქვეყანაზე თავდაუსხმელობის შესახებ.

რუსულმა მხარემ შეისწავლა შეთავაზებები და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ახლა ჩვენი დროა შევისწავლოთ, შევადაროთ და დასკვნები გამოვიტანოთ, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი მიმართულებით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ვინც მოლაპარაკებებში უკრაინის მხარეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაიყინა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, როდის გაიმართება პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა