კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ

ნახვები: 405 ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ

ხერსონის რეგიონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოწინააღმდეგე ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მასშტაბით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს, ასევე ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადასა და დაბომბვას.

„ხერსონის რეგიონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ. ამავდროულად, ოკუპანტებმა მიზნად დაისახეს უკრაინის ხელისუფლების მიერ რეგიონისთვის უზრუნველყოფილი ჰუმანიტარული მხარდაჭერის სრული შეჩერება. მოსახლეობის ტერორი გრძელდება“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის უწყების საჰაერო ძალების ჯგუფებმა გასული დღის განმავლობაში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი და 1 ერთეული საკრუიზო რაკეტა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ცხრა შეტევა, გაანადგურეს ერთი ერთეული ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი ერთეული საავტომობილო ტექნიკა, ერთი ერთეული საარტილერიო სისტემა, ორი ერთეული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა. ასევე განადგურდა რუსული ჯარების საზენიტო-სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა