საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია-„ქართული ოცნება“

ნახვები: 326 ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია-„ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი.

 

მათივე განმარტებით, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაავრცელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა