ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა-კალაძე

ნახვები: 398 ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა-კალაძე

ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება, – ამის შესახებ თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება.

„10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება!

დიდი გამოწვევაა პარტიისთვის გარე მტრისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება, დიდი ტვირთია შინაურ მტერთან პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველმხრივ გააზრებული პოლიტიკის გატარება და ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა. ამავდროულად, დიდი სტიმულია ხალხის ნდობა და მხარდაჭერა.

დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება – უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის“, – წერს კახა კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა