კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იერუსალიმში დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

ნახვები: 328 იერუსალიმში დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში ექსტრემისტი ებრაელი აქტივისტებისა და პალესტინელების დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 300-მდე ებრაელი აქტივისტი მსვლელობას მართავდა და შემდეგ ფრაზას სკანდირებდა: „სიკვდილი არაბებს."

დაპირისპირება იერუსალიმის ძველ უბანში, დამასკოს კარიბჭესთან მოხდა. პოლიცია ებრაელებისა და არაბების განცალკევებას ცდილობდა. არაბები მოგვიანებით პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ და მათ ქვებს ესროდნენ.

სამართალდამცველებმა არაბების ჯგუფის დასაშლელად ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 102 პალესტინელი დაშავდა, რომელთაგან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 20 სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ებრაელი ახალგაზრდები არაბების სახლებს იერუსალიმის ძველ უბანში. ისრაელის პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა