Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სენატორი კუნსი - მადლობა შესანიშნავი პროგრესისთვის, რასაც მიაღწია ქართველმა ხალხმა 1992 წლიდან

ნახვები: 359 სენატორი კუნსი - მადლობა შესანიშნავი პროგრესისთვის, რასაც მიაღწია ქართველმა ხალხმა 1992 წლიდან

ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონში და მსოფლიო არენაზე, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიდი მალდობა, რომ მიგვიღეთ, მიიღეთ ჩვენი დელეგაცია. მადლობა ძალიან გამორჩეულ, ჭკვიან ელჩს. უკვე 30 წელია, ჩვენ ვართ პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ აქ, თქვენს სასახლეში, ამ შენობაში, რომელიც ადრე შეერთებული შტატების შენობა იყო. 30 წელია, რაც ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაერო-ში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ. ახლახანს ვესტუმრეთ ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც გაიზარდა იმ გარემოში, იცის, თუ როგორია აგრესია. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის, თუ რა იყო ომი და ჩვენც, დელეგაციის მასშტაბით ნამდვილად მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას.  დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად“, – განაცხადა კრის კუნსმა.

ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა.

​„იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა