ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სენატორი კუნსი - დემოკრატია მოითხოვს სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას

ნახვები: 309 სენატორი კუნსი - დემოკრატია მოითხოვს სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას

დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, აშშ-მა არაერთხელ დააბანდა ინვესტიციები ამ სფეროებში, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან აშშ-ის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სენატორმა შეხვედრა ძალიან დადებითად და კონსტრუქციულად შეაფასა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან დადებითი და კონსტრუქციული შეხვედრა ოპოზიციური ჯგუფების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, დემოკრატია კი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ-მა არაერთხელ დააბანდა ინვესტიციები ჩემ მიერ ჩამოთვლილ სფეროებში. მათ შორის მოსამართლეების ტრენინგებში, უსაფრთხოების მხარდაჭერასა და ეკონომიკაში და განვითარებაში ინვესტიციების დაბანდებაში. თუ გვსურს დადებითი გზის გაგრძელება ევროკავშირის წევრობისკენ, მაშინ ესაა რეფორმების გაგრძელება მთავრობასა და საზოგადოებაში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული ჩართულობა მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ გამოყოფილი დროისთვის და მივესალმები პრესის თავისუფლებას“, – განაცხადა კრის კუნსმა.

პროდუქტიულად შეაფასა შეხვედრა კონგრესმენმა დევის სისილინმა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს სერიოზული წუხილი მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.

„ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ოპოზიციის ლიდერებმა გაგვიზიარეს სერიოზული წუხილი მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ეს არის კრიტიკული სამუშაო, რომელიც გავწიეთ ქართველ ხალხთან პარტნიორობით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს და დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს. აუცილებელია მათ მიერ ნახსენები ზოგიერთი რეფორმის სიფრთხილით განხილვა და ველოდები მიმდინარე სამუშაოს საქართველოში, რაც მიმართულია ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. ველოდებით, რომ ამ სამუშაოში გავაფართოვებთ პარტნიორობას“, – განაცხადა დევის სისილინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა