ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე: „პარლამენტში იმიტომ არ მივდივართ, რომ თითქოს სკამებს დახარბებულნი ვართ“

ნახვები: 305 პაატა მანჯგალაძე: „პარლამენტში იმიტომ არ მივდივართ, რომ თითქოს სკამებს დახარბებულნი ვართ“

„ჩვენს და ხელისუფლებას შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს," - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო საქმიანობაზე საუბრისას.

მანჯგლაძის თქმით, პარლამენტში შესვლა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სკამებს და კომფორტს დახამებულები იყვნენ.

„ჩვენს და ხელისუფლებას შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს. პრეზიდენტის თხოვნაა იმისთვის, რომ მან მოაწეროს ხელი შეწყალების აქტს, ჩვენ უნდა მივიდეთ პარლამენტში, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ არ მინდა, ისე წარმოჩინდეს ეს პროცესი, თითქოს სკამებს და კომფორტს დახარბებული ვართ. ძალიან კარგად ვიცი რისკი, ძალიან კარგად ვიცი იმ პოლიტიკური ლანძღვის ფასი, რასაც ოპონენტები გააკეთებენ, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მზად ვართ, ამ პასუხისმგებლობისთვის", - განაცხადა მანჯგალაძემ.

„თუ კონვენციით დაცულ მუხლებს ამნისტია შეეხება, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. თუ უნდა, „ქართულმა ოცნებამ" მარტო მიიღოს. ამნისტიის შესახებ კანონპრექტი დამუშავების ეტაპზეა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე გიორგი რურუა გამოვიდეს, ჩვენ პარლამენტში სამშაბათს უნდა მივიდეთ და უნდა დავარეგისტრიროთ აღნიშნული კანონპროექტი. უმრავლესობას შევთავაზებთ ისეთ ვარიანტს, რომელიც გამორიხავს იმ რისკებს, რომ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულები ამნისტიაში არ მოხდეს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა