ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვისაც დღეს სურს, იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს

ნახვები: 354 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვისაც დღეს სურს, იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს

ვისაც დღეს სურს, იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ყველა ერს მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდებასაც ისახავს მიზნად.

„უკვე არაერთხელ ვთქვი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია, შემდგომში მათ სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის გატეხვას. მაგრამ ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით. და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს კიევში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის განახლებისთვის და განაცხადა, რომ უკვე 21-მა სახელმწიფომ განაახლა საკუთარი საელჩოს მუშაობა უკრაინის დედაქალაქში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე 184 დასახლებული პუნქტის განაღმვა მოხერხდა, ასევე ყოველდღიურად 100 ახალ დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურების აღდგენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა