თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში განალაგეს

ნახვები: 414 უკრაინის გენშტაბი - რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში განალაგეს

რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, ბელგოროდის რეგიონში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.

სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ჯარების დაჯგუფებას აძლიერებს და ბელგოროდის რეგიონში დამატებითი ძალების კონცენტრირებას ახდენს. მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, აგრძელებს ჩვენი საჯარისო ნაწილებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით ცეცხლს ხსნის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები აგრძელებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას აგრძელებენ. უკრაინის საზღვრიდან სამ კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში ოკუპანტები აძლიერებენ საინჟინრო-საფორთიფიკაციო პოზიციებს.

„მარიუპოლის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ რაიონში. გარდა ამისა, ახორციელებენ საავიაციო დარტყმებსაც. მტერი ასევე ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი ჯარის ლოგისტიკური მხარდაჭერა“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ოთხი ერთეული ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ხუთი ერთეული საარტილერიო სისტემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა