კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

COVID 19-ის საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

ნახვები: 407 COVID 19-ის საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე, ვამცირებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ, რომლებსაც ასევე, ექნებათ ვალდებულება, რომ 12-ე დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.

"იქნება 8 დღე, 8 დღის შემდეგ იქნება PCR-ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12-ე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის ჩატარება. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა