კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ნახვები: 392 ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში​ EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19" პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.

როგორც EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, ორი მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა