თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გვსურს, ვიხილოთ ისე დასუსტებული რუსეთი, რომ ვერ შეძლოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა-ოსტინი

ნახვები: 455 გვსურს, ვიხილოთ ისე დასუსტებული რუსეთი, რომ ვერ შეძლოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა-ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ სურს, "იხილოს დასუსტებული რუსეთი, რათა ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით". 

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ უკრაინა, რომელიც სუვერენული და დემოკრატიულია და შეუძლია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. 

ჩვენ გვსურს, ვიხილოთ იმდენად დასუსტებული რუსეთი, რომ მას არ შეეძლოს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით. მან უკვე დაკარგა სამხედრო შესაძლებლობები. გვინდა ვნახოთ, რომ მათ არ აქვთ ამ დანაკარგის სწრაფად აღდგენის შესაძლებლობა". - თქვა მან პოლონეთი-უკრაინის საზღვართან პრესკონფერენციაზე, რომელიც ენტონი ბლინკენთან ერთად გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა