კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არახამია EU-ს და აშშ-ს მოუწოდებს, ივანიშვილის მიმართ სანქციები განიხილონ

ნახვები: 524 არახამია EU-ს და აშშ-ს მოუწოდებს, ივანიშვილის მიმართ სანქციები განიხილონ

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირისა და აშშ-ს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

როგორც არახამია Telegram-ზე წერს, საქართველოს მთავრობის მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. 

 „უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები ომში უკრაინისთვის იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე, ჩვენი მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში, მაგრამ ასე არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მიზეზი კი ძალიან მარტივია - მთავარი ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ახლახან გავრცელებული ივანიშვილის ვიდეოჩანაწერი. საქართველოს მთავრობის მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა.

აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ. დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება.

ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ გაექცევა. არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან“, - წერს დავით არახამია.

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა