ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დმიტრო კულება - რუსეთი ბოლო იმედს კარგავს

ნახვები: 387 დმიტრო კულება - რუსეთი ბოლო იმედს კარგავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბირთვული და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია.

როგორც კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში. ამიტომ მსოფლიომ კიდევ მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“, – წერს კულება.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა