Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს

ნახვები: 393 ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატებზე, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, პარტიზანული ომის ნიშნები იყოს.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი საამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის. მე მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება.

გუშინ რუსეთის ქალაქ ბრიანსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. განხორციელდა მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა