Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია

ნახვები: 311 შალვა პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასტურებს არის ის, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ომში იყოს ჩარტული.

„ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია. მეორე, როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნიდან გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართულნი, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ფაქტობრივად, ეს არის თითქმის სასწავლო მაგალითი, როგორ მზადდება და ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩენა ისე, თითქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე. საერთო ჯამში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, ეს გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველაფერი მიანიშნებს, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ არის ავთენტური.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და დღეს, როდესაც რეგიონში გვაქვს ომი, როცა საქართველოში ამ კუთხით რისკები არის გაზრდილი, ეს ორგანიზაციები, ეს პროექტები ჩუმად არიან, როდესაც ასეთი სახის დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტიკური, არც ფაქტი არაფერია. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა. ეს არის კონვეიერი დეზინფორმაციული კამპანიისა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადეა პაპაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა