ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ

ნახვები: 241 შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ

თბილისში, სასტუმრო „რუმსში" ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა იმართება. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", „საიას", „ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მხარეებმა უნდა განიხილონ, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს.

„ეს კომპლექსური დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით, შემიძლია, აღვნიშნო სასამართლოს რეფორმის მიმართულება, მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა, ასევე სხვა საკითხები, რომელიც აქ არის და ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ, რადგან ემოციურ საუბრებს სჯობს, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და ამ ყველაფრის იმპლემენტაცია უნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იქნება აქტიურად და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ.

ამნისტიაზეც ვიმსჯელებთ. ჩემი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ვემიჯნები ამას, მე, როგორც ამ დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი, რათა ნიკა მელია გათავისუფლდეს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ყველას ვთხოვ, ემოციები დავიწყნაროთ. სულ რაღაც ორ დღეში იქნება პირველადი დოკუმენტი ამნისტიის კანონის, ყველაზე გვიან სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი შეთანხმებული განრიგის მიხედვით და ყველა ნახავს, რომ საკმაოდ ნორმალური შეთანხმებაა ამნისტიის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა