ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 308 ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ-ირაკლი ზარქუა

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაერო-დან გარიცხვას, ევროსაბჭოში მისი სიტყვის წარმომადგენლობის შეზღუდვას, ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების, მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ საქართველოს სჭირდება არა ომი, არამედ განვითარება და სტაბილურობა.

„მინდა, მოგმართოთ რადიკალურ ოპოზიციას, ვისაც კიდევ ვერ გაგირკვევიათ და საქართველოს ამუნათებთ უკრაინასთან მიმართებაში. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, ამიხსენით? ქართველები ხომ ხართ, ქართული ხომ გესმით, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის გაერო-დან გარიცხვას, მათ შორის ევროსაბჭოში მისი სიტყვის წარმომადგენლობის შეზღუდვას, მათ შორის ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას? ომის პარტიას გვეძახიანო, შეეცადნენ შეელამაზებინათ, არა ბატონებო, არა ბატონებო, ჩვენ გეძახით ღალატისა და ომის პარტიას. ეს სულ სხვა დეფინიციაა. რატომ ღალატის? იმიტომ, რომ თქვენ, ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ომში იბრძოდნენ, მიატოვეთ და შემდეგ ომის დაწყება დააბრალეთ საქართველოს, როდესაც ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, საქართველომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება, ომის ესკალაცია განაპირობაო. ამას მოაწერეთ ხელი. ამიტომ ხართ ღალატის პარტია. რაც შეეხება ომის პარტიას, დღესაც გამოვიდა უკრაინის მაღალჩინოსანი და თქვა, სააკაშვილი რომ იყოს დღესო, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო, მაგრამ დღეს არ არის სააკაშვილი, ხელისუფლებაში სხვა არის და ამიტომ მათგან არ ელოდოთ, რომ ომი გაიხსნებაო. აი, ესაა ჩანაფიქრი და ვინც ამას ხელს უწყობთ, ისინი ხართ მოღალატეები. საქართველოს ომი არ სჭირდება, ამ ქვეყანას სწირდება განვითარება და სტაბილურობა. თუ გაქვთ ამის შნო, დაუდექით ქვეყანას გვერდით“, – განაცხადა ზარქუამ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის ოპოზიციური არხები თანამშრომობენ „ფეესბესთან“.

„ახლა კიდევ შეეცადნენ, ფარული ჩანაწერიო და, სხვათაშორის, სამადაშვილი ჭკვიანი გოგოა, მართალია, ზოგჯერ არ ემთხვევა მისი საუბრის შინაარსი  და აღქმა არ არის ზოგჯერ ამისი, მაგრამ შეეცადა, შეელამაზებინა, რადგან მიხვდა, „ფეესბეს“ ჩაწერილი ფარული ჩანაწერი როგორ მოხვდა ოპოზიციურ არხებზე პირდაპირ. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის ოპოზციური არხები თანამშრომობენ „ფეესბესთან“. როგორ შეიძლება ერთი გამოქვეყნება  და მაშინვე ორკესტრირებული შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე. ეს ხომ არის ორკესტრირებული. ქალბატონო თამარ, თუ თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა, უნდა გამოხვიდეთ და თვალი გაუსწოროთ თქვენს სიმართლეს. როგორ შიძლება, მწვალებელთა პარტიის გვერდით იყოთ და საქართველოს პატრიოტიზმზე თავს დებდეთ, არ გამოვა ასე. შემდეგ იმიტომ არის, რომ „ენდიაის“ კვლევაში, რომელიც არ გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ მაინც და მაინც ლოიალურობით, შვიდი პროცენტი გაქვთ უკვე. ეგეც გაყალბებულია? 7 პროცენტამდე დაეცა უკვე. არ მიკვირს იმ ბელადის, არ გაამართლა მელიამ და ახლა, ჩვენ რომ გვყავდა კიდევ ერთი ბედოვლათი, იმით აპირებს ჩანაცვლებას.

ქაოსში ხართ. მინდა, გითხრათ, ქალბატონო თამარ და სამადაშვილსაც, რომელმაც დატოვა პარლამენტი ახლა, სანქციები არ უკავშირდება  და არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით, აშშ-მა ყველაზე მეტი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, 132 მილიონით. ასე რომ, კეთილი ინებეთ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებით, თუ ამის შნო გაქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა