ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იქ არახამიას თავხედური განცხადება, აქ დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია-დავითულიანი

ნახვები: 405 იქ არახამიას თავხედური განცხადება, აქ დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია-დავითულიანი

„ერთი რამ არის ფაქტი, ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში, ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ, მეორე, ჰოი, საოცრებავ, ვითომ ხომ უკრაინის თემას არ იყენებენ შიდა პოლიტიკური თემებისთვის და უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. მერე აქედან გამოაგდებენ ხოლმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელზეც ოდნავ მაინც თუ ერკვევა ვიღაცა, იმდენი წყვეტაა, რომ შეუძლებელია, მასზე ზემოქმედების კვალი არ იყოს.

 

გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ რომ ავთენტურია, ვიდეოს აწერია მარტიაო, აპრილში დაასანქცირეს ეს კაცი. ახლა მხოლოდ ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული და ამის შემდეგ ამბობენ რატომ არ იძიებთო. დანაშაულის შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქმნით ასეთ ილუზიებს ამ დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებთ, რომ აქ რამე საშინელება ხდება?! სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას სრულიად თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ეს ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს“,-თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ დავით არახამიამ ევროკავშირისა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა