თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დღეს მთავრობაში არ არიან ომის ადამიანები-თეა წულუკიანი

ნახვები: 362 დღეს მთავრობაში არ არიან ომის ადამიანები-თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკვე ტრადიციად იქცა ალექსეი არესტოვიჩის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები. წულუკიანის თქმით, არესტოვიჩი ადასტურებს, სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველო იქნებოდა ომის ალში გახვეული.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

„ეს განცხადებები უკვე პრაქტიკულად ბოლომდე გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს და ამბობს, რომ ჩვენ – საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის“, – მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

წულუკიანის თქმით, ის ეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობაში დღეს არ არიან ომის ადამიანები.

„დიახ, მე ვადასტურებ, როგორც ამ მთავრობის წევრი, რომ ამ მთავრობაში, დღეს საქართველოში არ არიან ომის ადამიანები. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, ჩვენ ვართ სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი, რომელიც უკვე ამდენი წელია – 10 წელი ხდება ზუსტად მალე, პირველ ოქტომბერს მოვედით 10 წლის წინ ხელისუფლებაში. ერთი დღე არ გასულა ამ 10 წლის განმავლობაში, რომ არ გვეფიქრა იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ მუდმივად და რაც შეიძლება დიდხანს და განგრძობად რეჟიმში ამ ქვეყანაში სტაბილურობა; რომ როგორმე იქნებ მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს, მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ეს მომავალი თაობების მთავრობებს. რა თქმა უნდა, ეს თქვენი პრიორიტეტი არ არის, თქვენი პრიორიტეტი არის ომი და ამას ადასტურებს უკვე ბატონი არესტოვიჩიც, რომ სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველო იქნებოდა ომის ალში გახვეული; სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ და ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გავარდეს ტყვია. რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც აქ იგულისხმება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ასევე ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, არც ერთ ამ ადგილას არ მოხდეს დაპირისპირება. ვინაიდან ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობები, ვინც ომები გამოვიარეთ, არაერთი ომი და მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი – მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი. რამდენჯერმე იყო ის ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი. ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის. ანუ მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა