ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

NATION.GE - თავისუფალი ხალხის და აზრის სივრცე!

ნახვები: 500 NATION.GE - თავისუფალი ხალხის და აზრის სივრცე!

დღეს, 7 სექტემბერია - ესეც დაპირებული NATION.GE

პირველ რიგში, ზუსტად ვიცი, რომ ისევე როგორც ყველა ჩემი პროექტი, ესეც წარმატებული იქნება. თუმცა ვაღიარებ, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, შექება, კრიტიკული აზრიც, შენიშვნაც. თუმცა ახლა, როდესაც ვიწყებთ, ყველაზე მეტად სწორედ ის მჭირდება, რომ წარმატებები მისურვოთ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ავტორს, რომელიც გადაწყვეტს, რომ საკუარი თავისუფალი აზრი თავისუფალ სივრცეში დააფიქსიროს.
მადლობა ჩემს მეგობრებს, ავტორებს, რომლებიც მენდნენ და დამთანხმდნენ მათვის ჯერაც უცნობი საიტისთვის დაეწერათ საავტორო მასალები, მოემზადებინა ინტერვიუები.
არ ვაპირებ ვიყო ვინმეს კონკურენტი, თუმცა ვაპირებ, რომ რაც შეიძლება მეტმა გონიერმა ადამიანმა გამოთქვას საკუთარი აზრი - აქ - NATION.GE-ზე.
ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ეს სჭირდებათ ახალგაზრდებს, ყველა თაობის ადამიანს ვისაც აქვს იმის სურვილი, ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ. ეს გვჭირდება ჩვენ, ყველას, იმისავის რომ განსხვავებული აზრის მოსმენა ვისწავლით.
და მაინც, რატომ NATION? საქართველო, საკუთარი მულტიკულტურული მრავალფეროვნებით არის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო დედამიწაზე. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს ოქროს საბადოები, არ გვაქვს უამრავი სხვა რამ, რაც შესაძლოა, გამხდარიყო ჩვენი სიძლიერის გარანტია, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთმანეთი - სხვადასხვა რელიგიის, ღირებულებებისა თუ შეხედულებების, ეროვნების ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივი გააზრებით სწორედ რომ ვართ ქართველი ხალხი - ნაცია.
ამიტომ, ჩვენი სიტყვით, ჩვენი საქმით, ჩვენი აზრით, ჩვენი გონიერებით უნდა შევქმნათ სრულფასოვანი სახელმწიფო, რომლის თითოეული მოქალაქე იტყვის, რომ ის არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველი.
მაშ ასე, NATION.GE თქვენთან და თქვენთვის.
აქვე, განსაკუთარებული მადლობა პროსერვისის გუნდს საიტის შექმნისთვის.

პატივისცემით, გოჩა მირცხულავა

P.S. ეტაპობრივად დავამატებთ ახალ ბლოკებს. ვიწვევ სათანამშრომლოდ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა