კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არესტოვიჩი არ არის ის ფიგურა, რომელმაც შეიძლება, ჩვენ რამე მოგვიწოდოს-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 369 არესტოვიჩი არ არის ის ფიგურა, რომელმაც შეიძლება, ჩვენ რამე მოგვიწოდოს-დავით უსუფაშვილი

არესტოვიჩი არ არის ის ფიგურა, რომელმაც შეიძლება, ჩვენ რამე მოგვიწოდოს, ის არის ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ანალიტიკოსი. მის ძალიან ბევრი მოსაზრებას ვიზიარებ, ეს ის შემთხვევაა როცა მე მის მოსაზრებას, დაკვირვებას თუ გეგმას, კატეგორიულად არ ვიზიარებ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

უსუფაშვილმა აღნიშნული კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

 

მისი თქმით, საქართველომ საკუთარი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ უნდა შეცვალოს.

 

„მესმის, საიდან მოდის ასეთი აზრი. საქართველო ორი თვის განმავლობაში განუწყვეტელი დაბომბვის რეჟიმში რომ იყოს რუსეთიდან, ჩვენც გვექნებოდა იმის მოთხოვნილება, რომ მთელმა მსოფლიომ რაღაც გააკეთოს. მათ შორის იმით, თუ რუსეთს სხვა ქვეყნის ტერიტორიაც ექნებოდა ოკუპირებული. მისი მესმის, უკრაინული გადმოსახედიდან ეს შეიძლება, ასე ჩანდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან და საქართველოს მხრიდან ახლა შეიარაღებული გზით რაიმეს კეთება აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით მიუღებელი და გამორიცხულია იმიტომაც, რომ ჩვენ გვაქვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება და მათ შორის ჩვენი მოქალაქეებისადმი ვალდებულება, ვინც იქ ცხოვრობენ, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეიარაღებული გზით არასდროს არ გავაკეთებთ. ეს ძალიან პრინციპული საკითხია და ამ თემაში რაიმე ცვლილებების შეტანა ჩვენი მხრიდან, რომ „არა, არ გავაკეთებთ ამას, მაგრამ თუ გამოჩნდა ვარიანტი მაშინ გავაკეთებთ“, ეს გამორიცხული, დაუშვებელი და მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ნუ ველოდებით იმას, მთელი მსოფლიო, არესტოვიჩი, კონგრესმენები თუ სენატორები ყოველთვის საქართველოს ინტერესიდან დაინახავენ ცხოვრებას. ისინი თავისი ინტერესიდან ხედავენ, ეს ბოროტება არ არის ეს სწორი მოვლენაა. ისე, როგორც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვთხოვთ, რომ არაღიარების პოლიტიკა გააგრძელონ, დაგმონ რუსეთის თემა, დახმარება გაგვიწიონ და ნატო-ში მიგვიღონ. ეს ყველას არ მოსწონს, მაგრამ გასაგებია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა