თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„სომეხთა გენოციდის აღიარება აღმაშფოთებელია, თურქეთს შესაბამისი პასუხი ექნება“,- თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი

ნახვები: 146 „სომეხთა გენოციდის აღიარება აღმაშფოთებელია, თურქეთს შესაბამისი პასუხი ექნება“,- თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი

„აშშ-ს პრეზიდენტის, განცხადება სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ აღმაშფოთებელია და თურქეთს მომდევნო თვეებში შესაბამისი პასუხი ექნება",- განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბაიდენის განცხადება უსაფუძვლოა.

„აშშ-ს პრეზიდენტის ეს განცხადება უსაფუძვლო ბრალდებებს ეყრდნობა და ძირს უთხრის თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. უახლოეს დღეებსა და თვეებში იქნება სხვადასხვა ფორმისა და სახის რეაგირება",- განაცხადა პრეზიდენტ ერდოღანის სპიკერმა და მრჩეველმა იბრაჰიმ ქალინმა.

ქალინმა არ დააკონკრეტა, შეზღუდავს თუ არა ანკარა აშშ-ს შესვლას თურქეთის საჰაერო ბაზა ინჯირლიკში, რომელიც გამოყენებულია სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის მხარდასაჭერად.

მას შემდეგ, რაც თურქეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა სწრაფად დაგმეს ბაიდენის განცხადება, გადაწყდა, რომ ერდოღანი საკითხს განიხილავს ორშაბათს კაბინეტის სხდომის შემდეგ.

„თურქეთს აშშ-ს პრეზიდენტის ამ განცხადებაზე შესაბამისი პასუხი ექნება მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება", - აღნიშნა, ქალინმა.

ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ ოსმალეთში მცხოვრები მრავალი სომეხი მოკლეს პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის ძალებთან შეტაკების დროს, მაგრამ უარყოფს, რომ მკვლელობები სისტემატიურად იყო ორგანიზებული და გენოციდს წარმოადგენს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა