საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო, ვინ სად თქვა და სად მოისმინა-ანდრეი კასიანოვი გია ბარამიძესთან დაკავშირებულ კითხვაზე

ნახვები: 426 ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო, ვინ სად თქვა და სად მოისმინა-ანდრეი კასიანოვი გია ბარამიძესთან დაკავშირებულ კითხვაზე

გვაქვს კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტურად განვიხილოთ ყველა საკითხი, – ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აზრს ვერ ხედავს, გააკეთოს კომენტარი, თუ ვინ სად თქვა რამე ან ვინ სად მოისმინა.

„მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად თქვა და სად მოისმინა. ჩვენ გვაქვს კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტურად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა