კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი, მაშინ პრემიერს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე-ჰერმან საბო

ნახვები: 362 ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი, მაშინ პრემიერს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე-ჰერმან საბო

„ქართულ ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი და ამბობ, რომ პირდაპირ რუსეთის დანიშნულია, მაშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განუცხადა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაზე, რომ ინტერპელაციის ფორმატში ფარულ ჩანაწერებზე დეპუტატების კითხვებს მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხოს.

საბოს თქმით, მას არ ესმის, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ ოპონენტს რუსების აგენტს ეძახდე და შემდეგ პარლამენტში მის მისვლას და კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდე.

„კითხვა-პასუხის რეჟიმი კარგი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი იქნებოდა, რაც არ გვაქვს. ამიტომ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებენ, რათა გალანძღონ. პრემიერმა ეს იცის, არ მოვა და საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ამბავი შეიქმნება, თითქოს, პრემიერს დაუძახეს და რომ არ მოვიდა, როგორი ცუდია თურმე. „ქართულ ოცნებას“ თუ რუსეთს ეძახი და ამბობ, რომ პირდაპირ რუსეთის დანიშნულია, მაშინ პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე. გამოდის, რომ შენი ქვეყანა პოლიტიკურად რუსეთს ჰყავს დაპყრობილი და ამის ფონზე პროცედურული დემოკრატიის მცდელობა გაქვს. ეს არასერიოზული მგონია და არა ის, რომ საპარლამენტო ქვეყანა პრემიერს უნდა იწვევდეს და მისგან პასუხებს ითხოვდეს“, – განაცხადა საბომ.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას „ლელო“ ითხოვს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა