კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის-ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 395 „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის-ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცება საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

მისივე თქმით,  დოკუმენტი იქნება ახალი იმპულსი საქართველოს უსაფრთხოების მეტად გაზრდის თვალსაზრისით.

„სულ რამდენიმე საათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მიღებული იქნა კანონპროექტი, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც არის ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ორმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის.

გაზრდილი რეგიონული გამოწვევების პარალელურად, აღნიშნული დოკუმენტი იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გაკეთებულია ყველა ძირითადი აქცენტი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომელთა ჩართულობა აღნიშნული დოკუმენტის მომზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა