ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის საპირწონე არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ძირითადად ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს-ნინო ლომჯარია

ნახვები: 389 ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის საპირწონე არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ძირითადად ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს-ნინო ლომჯარია

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ადამიანის უფლებების დაცვა მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არაა დაცული, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

 

ლომჯარიას კითხვა დაუასვეს ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია.

 

სახალხო დამცველის თქმით, საკუთარი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

 

„ხაზგასასმელია, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის შესახებ. ძირითადად, ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. ეს დასკვნა მათთვის არის თავის ტკივილი, პოლიტიკურად არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად, საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისწინებენ და ძლიერი აღიარება ექნება. დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია, ეს გამოვიყენოთ საპირწონედ სამედიცინო არგუმენტაციების და დასკვნისა, რაც ჩვენ გუშინ გამოვაქვეყნეთ. ალბათ, ეს თავდასხმები იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს კონტრარგუმენტები, რომელიც გააბათილებდა იმ დასკვნებს, რომელსაც სახალხო დამცველი აკეთებს. მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს რომ ვიყო ხელისუფლებაში, როგორ უზრუნველვყოფდი სააკაშვილის უფლების დაცვას პენიტენციურ სისტემაში, მე ამას გავაკეთებდი – მოვიწვევდი ექიმებს სამედიცინო კონსილიუმებს და ვკითხავდი, რა სჭირდება მას რა შეიძლება, გაკეთდეს. ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებდი დარგის ექსპერტებთან ერთად და დისკუსიის შედეგად.ეს ჩემი ხედვა არის და ხელისუფლება უნდა გამოეხმაუროს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

ამასთან, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა არ იყო ეფექტური და შედეგიანი.

 

„მკურნალობამ არამარტო პრევენცია უნდა მოახდინოს დაავადების, არამედ განკურნებაც. ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი. თუ ეს ასე გაგრძელდა გუშინაც გავაკეთე განცხადება, თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დარჩა გაუთვალისწინებელი და არ იქნა დაკმაყოფილებული, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამინურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სასამართლომ. ამ განცხადებაზე პასუხი არსებობს ჩვენ მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, სადაც ექიმები კვალიფიციურად, სამედიცინო ენაზე აღწერენ მის დიაგნოზს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა