ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება

ნახვები: 393 საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, ეხებათ თუ არა უქმე დღეები სავაჭრო მოლებსა და რესტორნებს, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ ეს არის უქმე დღეები და არ არის შეზღუდვა, შესაბამისად მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

"ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები დაშვებული, ვისაც ეს უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად სამედიცინო, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ გაჩერდეს. ამისთვის, სპეციალურად არის გამოცემული სამი მინისტრის ბრძანება - ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც მაცნეზე, ასევე აიტვირთება stopcov.ge-ზე და იქ არის ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებსაც არ ეხებათ უქმე დღეები და იმუშავებენ ჩვეულებრივად", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რადგან შემთხვევების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზაცია იზრდება და შესაბამისად, სექტორი რომ იყოს მთლიანად ფუნქციონირებადი და ეფექტიანი, საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა