კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან მიიღო

ნახვები: 654 პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან მიიღო. სამიტი ნოემბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

“ინდონეზიას დიდი ოცეულის გაერთიანება სურს. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების ერთადერთი გზაა,” - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა.

კვირის დასაწყისში, ვიდოდომ ასევე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნა მოწვევა, რომელმაც თქვა, რომ მადლიერია მოწვევისთვის, მაგრამ არ დაუკონკრეტებია დაესწრება თუ არა სამიტს.

ვიდოდოს პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქვეყნის სახელით სურვილი გამოთქვა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ინდონეზიამ წვლილი შეიტანოს.

ვიდოდომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, მაგრამ არა სამხედრო დახმარებისთვის, რაც მისი თქმით ინდონეზიის კონსტიტუციითა და მისი საგარეო პოლიტიკით აკრძალულია.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა