ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

ნახვები: 299 მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მსახიობს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან.

კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, "ნატვრის ხე" (იორამი) "მონანიება" (მიხეილ კორეშელი) "მზე შემოდგომისა" (სამსონი) "სიყვარული ყველას უნდა" (კოლა) "ვერის უბნის მელოდიები" (ინოჩენცი) "ღვინის ქურდები" (ელიბო) "სამოთხის გვრიტები" (ბრიგადირი) "მიჯაჭვული რაინდები" (დონ კიხოტი) და სხვ.

მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი "ღვთაებრივი კომედია", თავადი კოწია "გუშინდელნი", დევდარიანი "საბრალდებო დასკვნა", ილიკო "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", სიმონ ჩაჩავა "კავკასიური ცარცის წრე", ლორდ ჰასტინგსი "რიჩარდ III" , კენტი "მეფე ლირი" ", რასპუტინი "კვაჭი კვაჭანტირაძე" , ბატონი დევი "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი".

კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო"

• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი''.

• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

• 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა