თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნახვები: 173 კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა დაინიშნა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კუჭავას კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 იყო.

შეგახსენებთ, პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. იმავე დღეს, 24 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის სპიკერად კახა კუჭავა წარადგინა.

ამ დრომდე კახა კუჭავა ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა

კახა კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს.

მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.

2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2020 წლებში კახაბერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი.

2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში.

2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატა" დირექტორთა საბჭოს წევრი.

2007-2010 წწ. კახაბერი გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა" კორპორაციული სამართლის სპეციალისტი.

2005 წელს, ასევე, 2001-2004 წწ. იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახლდათ.

2001-2004 წწ. კახაბერი დასაქამებული იყო იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" უფროსი იურისტის პოზიციაზე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა