თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„უნდა მივიღოთ გამართული კანონი“ - კობახიძე ამნისტიის კანონზე

ნახვები: 396 „უნდა მივიღოთ გამართული კანონი“ - კობახიძე ამნისტიის კანონზე

„ამნისტიის კანონი უნდა შეეხოს, როგორც იმ პირებს, ვის მიმართაც კონკრეტული მუხლებით გამოძიება უკვე დაწყებულია, ასევე იმათ, ვის მიმართაც საქმის წარმოება შეიძლება მომავალში დაიწყოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, ამნისტიის კანონის მიღებით არ უნდა დაირღვეს თანასწორობის პრინციპი.

„უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ - არის გარკვეული მუხლები, რასაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია, ეს არის კონვენციის მე-2 - მე-3 მუხლებით დაცული უფლებები: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა

უნდა მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია. თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა". - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, რასაც წინ უსწრებდა 19 აპრილს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა. შეთანხნმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 20 ივნისის საკითხზე ამნისტიის მიღება უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის საქმეების ამნისტირება მიუღებელია ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის. მათ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილითაც კი მიმართეს. სამოქალაქო აქტივისტები ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მართავენ. ამნისტიის მიღების თავიდან ასარიდებლად „ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თანხმობა განაცხადა, ევროპარლამენტარების მიერ შემოთავაზებულ გირაოს საფასურის გადახდაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა