კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“ - სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 431 „შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“ - სალომე ზურაბიშვილი

„შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!", - ამის შესახებ სქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტზე ხელისმოწერის შესახებ განცხადება სოციალური ქსელში გააკეთა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!", - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, დღეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ეს წარმოადგენდა პრეზიდენტის მიერ დათქმულ ერთ-ერთ პირობას, რის შემდეგაც ის გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოცემდა.

გიორგი რურუა 2019 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მას სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა