კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ლადო ხელაძე დაინიშნა

ნახვები: 420 დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ლადო ხელაძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ლადო ხელაძე უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლადო ხელაძის დანიშვნის შესახებ ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

„ლადო ხელაძე სააგენტოს უფროსის მოვალეობას 2022 წლის მარტიდან ასრულებდა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის დაკისრებამდე, ლადო ხელაძე ამავე უწყებაში მოადგილის პოსტს იკავებდა. სააგენტოს ჩამოყალიბებამდე, ლადო ხელაძის საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს უკავშირდება, სადაც ის 2014 წლიდან, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

ლადო ხელაძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა პერიოდში იყო იურიდიული საკითხების მიმართულებით მრჩეველი კერძო კომპანიებში. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოსაც. წლების განმავლობაში ლადო ხელაძე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სოხუმის საქალაქო სასამართლოსა და აფხაზეთის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში. ლადო ხელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს კავკასიის აკადემიური ცენტრის იურიდიული ფაკულტეტი და ფლობს იურისტის მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს, ასევე არის Chicago-Kent School of American Law-ის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით და მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. არის ავტორი რამდენიმე პუბლიკაციის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა