კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის წარმომადგენლობა - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში

ნახვები: 222 ევროკავშირის წარმომადგენლობა - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში

ველით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად , - ამის­ შესახებ საუბარია ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს, შეთანხმებას შეუერთდნენ.

„ჩვენ გულთბილად მივესალმებით, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმომწერები შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო საქმიანობაში, საქართველოს მოქალაქეების სახელით. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულების თაობაზე წარმოდგენების მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამ ვალდებულების განხორციელების მხარდასაჭერად.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამბედაობას. ჩვენ ველით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის განვითარებისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა