ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს ისეთი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც დაეხმარება „ბორჯომს“-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 324 ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს ისეთი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც დაეხმარება „ბორჯომს“-ლევან დავითაშვილი

ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული ბორჯომის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც „ბორჯომის“ დამფუძნებელი კომპანიის რამდენიმე აქციონერი სანქცირებულია, როგორც იცით რამდენიმე მარეგულირებლის მიერ. ეს პროცესი არის კომპლექსური, იმიტო რომ, თქვენ იცით, რომ საქართველოს არის საერთაშორისო გადაწყვეტილებების და საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური სანქციების ნაწილი, რომელიც კონსესუსის ფარგლებშია მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შესაბამისად ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმემლობის შეთანხმება გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ გავასაჯაროვებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა