კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიუსელი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას გეგმავს-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 361 ბრიუსელი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას გეგმავს-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბრიუსელი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება შეთანხმებული.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხი მიმართულება განისაზღვრება. სანქციების სამიზნე იქნებიან მაღალი რანგის რუსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში; რუსეთის უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ უნდა გაითიშოს „სვიფტის“ საბანკო გადარიცხვების სისტემიდან;

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი მსხვილი რუსული მაუწყებელი ევროკავშირის საკაბელო, სატელიტური და ინტერნეტის ქსელებიდან უნდა ჩაიხსნას.

„პუტინმა უნდა გადაიხადოს მაღალი საფასური მისი სასტიკი აგრესიისთვის. ევროკავშირის მომავალი ასევე იწერება უკრაინაში. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ჩვენი სანქციები შეეხება მაღალი რანგის ოფიცრებსა და ფიზიკურ პირებს, ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინეს ბუჩაში. ასევე მათ, ვინც პასუხისმგებელია მარიუპოლის არაადამიანურ ალყაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა დამნაშავისთვის კრემლში. ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ, პასუხს გაგეგბინებთ და ამას თავს ვერ დააღწევთ. მეორეა „სბერბანკის“ „სვიფტიდან“ გამორთვა. ეს უდიდესი რუსული ბანკია, რომელსაც მთელი საბანკო სისტემის 37 პროცენტი უჭირავს. ასევე „სვიფტიდან“ გამოირთვება რუსეთის სხვა ძირითადი ბანკებიც. ჩვენ გავამყარებთ რუსული საფინანსო სისტემის სრულ იზოლაციას გლობალური სისტემიდან. ასევე სამი უმსხვილესი რუსული მაუწყებელი ვეღარ შეძლებს თავისი მასალის გავრცელებას ევროკავშირში. ესენი არიან რუპორები, რომლებიც აძლიერებენ პუტინის ტყუილებს და პროპაგანდას აგრესიული ფორმით. ბოლოს ეს ეხება ნავთობის იმპორტის აკრძალვას. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ზოგიერთი წევრი ძალიან დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა