კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება და არც შეეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება-ბექა დავითულიანი

ნახვები: 483 უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება და არც შეეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება-ბექა დავითულიანი

უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

დავითულიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც პოდოლიაკი ამბობს: „ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.

 

ბექა დავითულიანის თქმით, მართალია, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და იქ ემოციების შეკავება უჭირთ, მაგრამ რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ.

 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა