თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე სამადაშვილი, ნიკა მელიას შეხვდა

ნახვები: 245 სალომე სამადაშვილი, ნიკა მელიას შეხვდა

ნიკა მელიას მთავარი გზავნილია, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის.

„ჩვენ ვიასაუბრეთ მოვლენების სხვადასხვა განვითარების შესაძლებლობაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეს ნიკას მთავარი გზავნილი არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მას მიაჩნია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ ყველა უთანხმოება, რომ დავიწყოთ უკვე მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის", -განაცხადა სალომე სამადაშვილმა/

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნიკა მელიას მის მიმართ პოლიტიკური წყენა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არ აქვს.

„არა, ნიკამ ძალიან კარგად იცის რომ ჩემი ყოველი გადაწყვეტილება არის და იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის და ასევე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე, ანუ, ეს შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს მის აზრს. ახლა მ,თავრია რომ ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა და დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვემნ მეორესაც მალე გავათავისუფლებთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, გუშინ, პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა ნიკა რურუა, ნიკა მელიას გათავისუფლება კი, შესაძლ;ებელია 20 ივნისის ამნისტიის მიღებით, თუმცა ნიკა მელიასა და საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ამნისტია მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა", თუმცა, აღნიშნულ შეთანხმებას სალომე სამადაშვილმა ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა