Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბელარუსის პარლამენტმა „ტერორისტული თავდასხმის, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის“ სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

ნახვები: 655 ბელარუსის პარლამენტმა „ტერორისტული თავდასხმის, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის“ სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

ბელარუსის პარლამენტმა დაამტკიცა სიკვდილით დასჯა ტერორისტული თავდასხმისა და სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს შესწორება საკანონმდებლო ორგანომ კანონში მას შემდეგ შეიტანა, რაც ბელარუსში გახშირდა ოპოზიციის წარმომადგენელთა თავდასხმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

მათივე ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ბელარუსის ოპოზიციურმა მოძრაობამ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიწყონ ე.წ. სარკინიგზო ომი, რაც სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა.

აპრილის ბოლოს, ბელარუსში სარკინიგზო ხაზების ბლოკირების ბრალდებით 60 ადამიანი იყო დაკავებული. სულ მცირე ერთი ადამიანი ტერორიზმში დაადანაშაულეს.

ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა