კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა-ასოშიეთედ პრესი

ნახვები: 598 ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა-ასოშიეთედ პრესი

„ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა თეატრის შენობის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ამისთვის გამოყენებული იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე შენობის გეგმა, ფოტოები და ვიდეოები.

მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუსეთის არმიის თავდასხმის დროს სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა საველე სამზარეულოში, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. მათივე თქმით, უშუალოდ თეატრში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და დერეფნები სავსე იყო.

გადარჩენილთა შეფასებით, აფეთქების დროს შენობაში 1000 ადამიანი იყო. გამოძიების ფარგლებში ასევე არ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ თეატრის შენობას ლეგიონი „აზოვი“ იყენებდა სამხედრო ბაზად.

გადარჩენილი მოწმეებიდან ვერავინ დაადასტურა, რომ თეატრში სამხედროები ნახა.

რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა ზემძლავრი ბომბით 16 მარტს დაბომბა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა