კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს

ნახვები: 567 იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს

იაპონია რუსეთის კიდევ 140-ზე მეტი მოქალაქის აქტივებს ყინავს და ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვებს აფართოებს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ლონდონში ვიზიტის დროს განაცხადა.

დაუნინგ სტრიტზე პრემიერ-მინისტრ ბრის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას, იაპონიის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალადობას შედეგები უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, რუსეთის აგრესია არ არის პრობლემა მხოლოდ ევროპისთვის.

„უკრაინა შიძლება, ხვალ გახდეს აღმოსავლეთ აზია“, – აღნიშნა ფუმიო კიშიდამ, როდესაც მას ჰკითხეს შესაძლო პარალელებზე ევროპაში რუსეთის აგრესიასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის დომინანტობას შორის.

ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია და მისი მოკავშირეები არასდროს უნდა იყვნენ შემწყნარებლები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში სტატუს-კვოს ძალის გამოყენების შეცვლის ცალმხრივი მცდელობის მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა