გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ხათუნა სამნიძე - საგამოძიებო კომისია შეიძლება, მომავლისთვის იყოს გათვალისწინებული, დღეს უნდა მივყვეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ვკონცენტრირდეთ ამნისტიის საკითხზე

ნახვები: 317 ხათუნა სამნიძე - საგამოძიებო კომისია შეიძლება, მომავლისთვის იყოს გათვალისწინებული, დღეს უნდა მივყვეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ვკონცენტრირდეთ ამნისტიის საკითხზე

საგამოძიებო კომისია შეიძლება, მომავლისთვის იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „ლელოს" ინიციატივის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

სამნიძის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ამნისტიის საკითხზე კონცენტრირება.

„საგამოძიებო კომისია არის გამოძახილი იმ არასამართლიანი და არაკვალიფიციური თავდასხმებისა, რომლებიც მიდის ჩვენს პროცესზე. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესში მთავარი მიზანი არის ნიკა მელიას გათავისუფლება და მისთვის მსჯავრის მოხსნა. საგამოძიებო კომისია შეიძლება, მომავლისთვის იყოს გათვალისწინებული და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი რამ, რადგან ბევრი შეკითხვაა დარჩენილი. მაგრამ დღეს, ამ ეტაპზე ჩვენ უნდა მივყვეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ყველაფერი გავაკეთოთ, ვკონცენტრირდეთ ამნისტიის საკითხზე. სამომავლოდ თუ ამ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, ჯერ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და „ნაციონალური მოძრაობა" უნდა შემოგვიერთდეს პარლამენტში, რათა მომავალში რაიმე ტიპის გამოძიება ჩატარდეს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ლელოს" ინიციატივით გამოდის, 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა